ავტორი:

"არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს" - დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებებზე

"არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს" - დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"თუ ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, ეს მისასალმებელია. მაგრამ, ნათლად ვაცხადებ, რომ არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს. არ არის ჩვენი ბრძოლის მიზანი“, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის საზღვართან ორშაბათს გაიმართება.