ავტორი:

"უკრაინაში შემოჭრიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რუსული დაბომბვების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა და 45 დაშავდა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინაში შემოჭრიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რუსული დაბომბვების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა და 45 დაშავდა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთმა თავისი თავი გამოამჟღავნა, თუ როგორი გახდა ის. უბრალოდ დაფიქრდით, უკრაინაში შემოჭრიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რუსული დაბომბვების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა და 45 დაშავდა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტის მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული და თავდასხმა უფრო მეტად აერთიანებს უკრაინელებსა და პარტნიორ ქვეყნებს.

"ვდგავართ მედგრად. უკრაინელებმა ახლა თავი სრულად გამოავლინეს და ეს შთააგონებს ყველას. რუსეთს არ სჯეროდა ასეთი სოლიდარობისა და მძლავრი რეაქციის, მაგრამ უკრაინელებმა შეცვალეს ეს ვითარება. ევროკავშირმა გადაწყვიტა ჩვენთვის იარაღის მოწოდება. ჩვენ მადლობლები ვართ,“- განაცხადა ზელენსკიმ.