სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ბომბი ჩამოაგდეს.
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ახტირკის მერი პაველ კუზმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მტერი საზარელ ომს აწარმოებს. ვაკუუმური ბომბი კვლავ ჩამოაგდეს ახტირკაში, ააფეთქეს ნავთობის ტანკერი", - განაცხადა კუზმენკომ.