ავტორი:

უკრაინის სამხედრო ძალებმა კიევის მისადგომებთან რუსეთის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს - "ახლა 20-ზე მეტი მანქანა ერთდროულად იწვის“

უკრაინის სამხედრო ძალებმა კიევის მისადგომებთან რუსეთის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს - "ახლა 20-ზე მეტი მანქანა ერთდროულად იწვის“

უკრაინის სამხედრო ძალებმა კიევის მისადგომებთან 20 ერთეული რუსეთის სამხედრო ტექნიკა ერთდროულად გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდისტული საშუალებები ამტკიცებენ, რომ კიევი ალყაშია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მოცემულობას აკორექტირებენ.

"მასიური პროპაგანდის რუსული საშუალებები ამტკიცებენ, რომ კიევს ალყაში აქცევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია ამას აკორექტირებს. ახლა 20-ზე მეტი მანქანა ერთდროულად იწვის“, - განაცხადა არესტოვიჩმა.