"რუსმა სამხედროებმა "გრადის“ ტიპის საბრძოლო სისტემიდან (Град) ვოლნოვახის მოსახლეობას ევაკუაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს. საევაკუაციო მანქანამ დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახამდე ვერ მიაღწია" - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციამ ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ Facebook-ზე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა გადარჩენა მოახერხა, ყველა თავშესაფრებშია.
ამავდროულად, ვრცელდება ინფრომაცია, რომ ვოლნოვახის მცხოვრებლების ათმა სამგზავრო მანქანამ საკუთარი ძალებით მოახერხა უგლედარის მიმართულებით გასვლა.
კირილენკომ აღნიშნა, რომ დაბომბვის შეჩერებისთანავე ისინი კვლავ შეეცდებიან ხალხის ევაკუაციას.