ავტორი:

"უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას... ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას" - ჯოზეფ ბორელი

"უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას... ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას" - ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ წევრობა არ დგას დღის წესრიგში.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დამიჯერეთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც მრავალი წელი დასჭირდება. უკრაინაში ომს კი პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ. არა უახლოეს წლებში, არამედ მომდევნო რამდენიმე საათში", - განაცხადა ბორელმა.

"უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას. მსოფლიო არ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ დავუშვებთ, ეს იქნება „ჯუნგლების კანონი“, -აღნიშნა მან.