ავტორი:

"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! " - ნინო ლომჯარია პრემიერს

"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! " - ნინო ლომჯარია პრემიერს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და მიმართა, „გაჩუმდეს, თავს ნუ გვჭრის“.

როგორც ლომჯარია "ეისბუქში" წერს, სანქციები და ვაქცინები, ორივე მუშაობს.

„ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“,- წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“.