უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია "უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.

"მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“,-წერია განცხადებაში.