ავტორი:

"ჩვენ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში!" - თბილისში მყოფ უკრაინელ ტურისტებს პროკურატურის თანამშრომლები სტუმრობდნენ

"ჩვენ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში!" - თბილისში მყოფ უკრაინელ ტურისტებს პროკურატურის თანამშრომლები სტუმრობდნენ

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში უფასოდ განთავდნენ. უკრაინელი ტურისტების ნაწილი სასტუმრო "თბილისი ცენტრალში" არიან განთავსებული, სადაც დღეს გენერალური პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მათ უკრაინის მოქალაქეებს ტკბილეული და თანამშრომლების მიერ შეგროვილი თანხა გადასცეს. როგორც სოციალურ ქსელში პროკურატურის თანამშრომლები წერენ, შეხვედრა თბილი და ემოციური იყო.

"დარწმუნებული ვარ. მალე მშვიდობით დაბრუნდებიან გამარჯვებულ და თავისუფალ სამშობლოში, ჩვენ კი მანამ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს" - წერს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.

ცოტა ხნის წინ სასტუმრო "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ესმა მეფარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ყურადღებისთვის და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"სასტუმრო თბილისი ცენტრალი,უკრაინელი ტურისტების სახელით უდიდეს მადლობას გიხდით ყველას, განსაკუთრებულად საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia გაწეული თანადგომისთვის... სიკეთე ნამდვილად გადამდებია, მადლობა, მადლობა, მადლობა!!!!!" - წერს მეფარიშვილი.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის დახმარება 200-მდე უკრაინელ ტურისტს გაუწია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909. საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები ოპერატიულად იღებენ ყველა სახის ინფორმაციას და დახმარებას.