ავტორი:

"კიევის რეგიონში სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურა" - უკრაინის მთავრობა

"კიევის რეგიონში სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურა" - უკრაინის მთავრობა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ადრიანად, კიევის რეგიონში, ქალაქებში - ვასილკოვში, ბილა - ცერკვასა და კალინოვკაში სარაკეტო დარტყმებმა ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებელი და ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბილა - ცერკვაში საერთო საცხოვრებლისკენ, დახმარების აღმოსაჩენად სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამი ბრიგადა მიემართება.

სასწრაფო დახმარების განყოფილებები ვასილკოვსა და კალინოვკაში ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ვერ მიდიან, ვინაიდან, დაბომბვა გრძელდება.