ოდესის ოლქში იზმაილსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სოფელი ლოშინოვკა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას იზმაილის მერი ანდრეი აბრამჩენკო ავრცელებს.
„განხორციელდა სარეკეტო თავდასხმა სამხედრო შენაერთზე სოფელ ლოშინოვკაში“-, ნათქვამია მის განცხადებაში.
აბრამჩენკო არ აკონკრეტებს ინფორმაციას გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ, ასევე დაბომბვის შედეგად მიყენებულ მატერიალურ ზარალზე.