ავტორი:

რუსეთის ხელისუფლება ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს დაახლოებით 50 დოლარს გადაუხდის - "50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“

რუსეთის ხელისუფლება ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს დაახლოებით 50 დოლარს გადაუხდის - "50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სიცოცხლე 50 დოლარად არის შეფასებული. "უნიანი“ წერს, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს რუსეთის ხელისუფლება 11 000 რუბლს გადაუხდის, რაც დაახლოებით 50 დოლარია.

"დღევანდელი კურსით, "პუტლერმა“ თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“ - აცხადებს უკრაინის რადა "ტელეგრამის" არხში.