ავტორი:

"რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების 75% ჰყავს თავმოყრილი" - გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერი

"რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების 75% ჰყავს თავმოყრილი" - გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერი

ამ დროისათვის რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების 75% ჰყავს თავმოყრილი, - ამ ინფორმაციას ბრიტანელი აკადემიკოსი ჯეკ უოტლინგი ავრცელებს, რომელიც გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერია.

მან BBC Radio 4-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ჯარების უმეტესობა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას ბელარუსის საზღვრიდან ცდილობს.

მისი თქმით, არსებობს მტკიცებულება, ხარკოვზე თავდასხმის დროს რუსებმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს.