ავტორი:

"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოითხოვა, რომ კიევში გამგზავრების საშუალება მისცენ.

"ჩვენ არავის გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინაში პუტინმა "კბილები უნდა წაიტეხოს“, ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მოვუწოდებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას-კიევში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კიევისა და საქართველოს ბედი ამ დღეებში წყდება.

"კიევი არის საქართველოს კონსტანტინოპოლი, გარდა იმისა, რომ არის ჩემი სახლი. რომც აიღონ კიევის ნაწილი, შეუძლებელია, მათ შეძლონ მთლიანად დედაქალაქის გაკონტროლება და ქვეყნის დაპყრობა, ეს არის შეუძლებელი. პუტინი უკვე დამარცხებულია იმიტომ, რომ ასეთი წინააღმდეგობაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა