ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ჯარები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, რომლებიც უკრაინაში არიან შეჭრილი.
BBC-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, განაცხადა რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია.
"ჩვენ ეს შეგვიძლია ნებისმიერს დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუყენებია ეს საკითხი ჩვენთან - შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ჩართვა. უკრაინაში ამ სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ. ამის საჭიროება არ არსებობს,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.