ავტორი:

"კიევი ჩვენი ქვეყნის გულია, დავიცავთ და ის იძგერებს, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"კიევი ჩვენი ქვეყნის გულია, დავიცავთ და ის იძგერებს, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"კიევი განსაკუთრებულია. დავიცავთ კიევს, დავიცავთ სახელმწიფოს. კიევი ჩვენი ქვეყნის გულია და ის უნდა სცემდეს. ის იძგერებს, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მტრის უპირველესი სამიზნე სწორედ დედაქალაქი კიევი და ასევე ხარკოვია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი ყველა ქალაქის დასაცავად და ამაზე პასუხს აგებენ ქალაქებში მყოფი სამხედრო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა შეჩერდეს მტრის წინსვლა.

"ხარკოვი და კიევი რუსეთისთვის ახლა უდიდესი მნიშვნელობის სამიზნეებია. ეს არის ჩვენი გატეხვისკენ მიმართული ტერორი, რათა გატეხონ ჩვენი წინააღმდეგობა. ისინი მოდიან ჩვენს დედაქალაქში, ისევე როგორც ხარკოვზე. ამიტომ დედაქალაქის თავდაცვა დღეს არის საკვანძო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის,“- განაცხადა პრეზიდენტმა.