ავტორი:

"ოკუპანტები ემზადებიან გაუშვან მასშტაბური ოპერაცია, რომლის მიზანია, ტყუილით გატეხონ უკრაინელების წინააღმდეგობა" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"ოკუპანტები ემზადებიან გაუშვან მასშტაბური ოპერაცია, რომლის მიზანია, ტყუილით გატეხონ უკრაინელების წინააღმდეგობა" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

აგრესორი უახლოეს პერიოდში ემზადება დაიწყოს მასშტაბური ინფორმაციულ - ფსიქოლოგიური ოპერაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტების ინფორმაციულ -ფსიქოლოგიური ოპერაციის მიზანი უკრაინელი ხალხისა და ჯარის წინააღმდეგობის გატეხვაა.

„პატივცემულო უკრაინელებო! გავიდა თავდაცვის 128 საათი. არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ემზადებიან უახლოეს პერიოდში გაუშვან მასშტაბური საინფორმაციო - ფსიქოლოგიური ოპერაცია. მისი მიზანია ტყუილის საშუალებით გატეხონ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ჯარის წინააღმდეგობა. თავიდან ისინი გეგმავენ კომუნიკაციის შეფერხებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამის შემდეგ, მინისტრის განმარტებით, რუსი ოკუპანტების მიერ მასობრივად გავრცელდება „ფეიკ“ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება კაპიტულაციის გამოცხადებას გეგმავს.

„ფეიკის“ დასადასტურებლად გავრცელდება, თითქოს ჩვენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და ასევე, დამონტაჟებული „ფეიკ“ ვიდეორგოლები.

ეს ტყუილია. ვერ მოესწრებიან! არავითარი კაპიტულაცია არ იქნება ! მხოლოდ გამარჯვება! გააფრთხილეთ ყველა, ვისაც შეძლებთ. ყველა, ვინც გეგმავდა კიევის 2-3 დღეში აღებას, უკვე ჯოჯოხეთშია. მაგრად გვიჭირავს იარაღი! ვაგრძელებთ წინააღმდეგობას! დიდება უკრაინას!“,- განაცხადა რეზნიკოვმა.