ავტორი:

"ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ - ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები" - ჯაფარიძე

"ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ - ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები" - ჯაფარიძე

გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უნდა დავუმტკიცოთ „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთსაც, რომ ქართველები თავისუფლების ღირსი ვართ.

"როცა ახლა ჩვენ აქ ვართ შეკრებილები, ამ წუთში უკრაინელები კასეტური და ვაკუუმური ბომბების ქვეშ საკუთარი სიცოცხლის ფასად უმტკიცებენ მთელმსოფლიოს და დასავლეთს, რომ მათი ადგილი არის თავისუფალ სამყაროში. ამ დროს ჩვენ გამოვიყურებით როგორც ჩმორები, რომელთა ადგილიც არსად არ არის.

ჩვენ რაც გვაქვს გასაკეთებელი არის ის, რომ უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, ამ ვირებს, მთელს დედამიწას და დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების ღირსი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა გზა არსებობს, რითიც ჩვენ ამ სირცხვილს ჩამოვირეცხავთ. ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება, ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს ხელისუფლება აღარასდროს არ უნდა ლაპარაკობდეს ამ ქვეყნის სახელით.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გვითხრა, რომ პარლამენტის შენობა, რომელსაც უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს შენობა არის კრემლი. ერთადერთი რაც დარჩა ამათმა რომ გააკეთონ არის ის, რომ დაუთმონ საქართველოს ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის, რასაც აკეთებს ბელარუსი. თუ დაემუქრებიან კრემლიდან, ამის გამკეთებლებიც არიან.

გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, არა პოლიტიკოსები, თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში, ეს შენობა არის თქვენი და, ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები, ამ შენობის გარშემო არის უამრავი პოლიცია, არ დაიშალოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩემი თხოვნა იქნება, მიდით ამ ხალხთან, დაიწყეთ ლაპარაკი, ამ პოლიციელებს აუხსენით სად დგანან, რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას სასწორზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.