ავტორი:

"დავდგეთ აქ ერთად - ხვალ, დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს" - ელენე ხოშტარია

"დავდგეთ აქ ერთად - ხვალ, დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს" - ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსთაველის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ღამეს რუსთაველის მოედანზე გაათევენ.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციის მონაწილეები ხვალ დილის 08:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლება არ მისცენ.

,,დავდგეთ აქ ერთად და ხვალ დილით ვთქვათ, რომ ამ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ შევა. პირდაპირ ვუთხრათ ან თქვენ წახვალთ ან ჩვენ წაგართმევთ ამ ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდებით აქ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი, მოვიკრიბოთ ძალები და დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.