ავტორი:

არქი უკრაინას 150 000 ლარით ეხმარება

არქი უკრაინას 150 000 ლარით ეხმარება

არქი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და მის დასახმარებლად 150 000 ლარს გამოჰყოფს. აქედან 50 000 ლარი უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე კომპანიამ უკვე გადარიცხა.

დამატებით, კომპანიის ინიციატივით, შეიქმნა ანგარიშის ნომერი, სადაც არქელების დიდ ოჯახს, მათი შესაძლებლობის ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. არქელების მიერ ჩარიცხული თანხა კომპანიის მიერ გაორმაგდება და გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე.

არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ კომპანიასოლიდარობას უცხადებს მეგობარ ქვეყანას და აქტიურად ეთანამშრომლება შესაბამის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დამატებითი აქტივობების დაგეგმვის მიზნით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უმძიმეს დროს ჩვენი მეგობარი ქვეყნის გვერდში დგომა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მოქალაქე, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩაერთვება და თავის წვლილს შეიტანს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

ანგარიშის ნომერი არქელებისათვის:

GE11TB7728636020100006

R