ქალაქის მერს კახა კალაძეს დღეს მოუწია უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებზე, საქართველოდან უკრაინის ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევასა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაზე დასმული შეკითხვებისთვის მოესმინა, თუმცა, მათგან ზოგიერთზე პასუხის გაცემას ჟურნალისტის გალანძღვა არჩია.
მაგალითად, კითხვას, თუ როგორ აფასებდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკრაინის თემაზე, მისი ასეთი აგრესიული პასუხი მოჰყვა:
"შეგიძლიათ, რომ გაჩუმდეთ, არ მაცლით საუბარს. ადამიანი სვამს კითხვას. მშობლები ხომ გყავს?! ოჯახში ხომ გაიზარდე?! ცოტა თავი შეიკავეთ და ზრდილობა იქონიეთ... სამარცხვინო ხარ ახალგაზრდა გოგო. ნუ მეჩრები პირში".