ავტორი:

"გვახსოვდეს ეს ხალხი ჩვენს გულებში" - პაპი ფრანცისკე უკრაინელებზე

"გვახსოვდეს ეს ხალხი ჩვენს გულებში" - პაპი ფრანცისკე უკრაინელებზე

რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიოს მოუწოდებს, ახსოვდეთ უკრაინელები, რომლებიც მიწისქვეშა თავშესაფრებში ცხოვრობენ დაბომბვისგან თავდასაცავად. პონტიფიკოსმა იქვე მადლობა გადაუხადა პოლონეთს დიდი რაოდენობით დევნილების მიღებისთვის.

პაპმა ყოველკვირეული აუდიენციის დროს მის სიახლოვეს მდგომ უკრაინელ თარჯიმანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თარჯიმნის მშობლები ახლა, კიევთან ახლოს, მიწისქვეშა თავშესაფრებში იმყოფებიან, რათა ბომბებს გადაურჩნენ.

„გვახსოვდეს ეს ხალხი ჩვენს გულებში“, - აღნიშნა პაპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა 2 მარტი „უკრაინის მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ“ გამოაცხადა"