მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს თავიანთ დედებს გადავცემთ, თუ ისინი კიევში ჩამოვლენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო "ფეისბუქში“ წერს.
უწყება აქვეყნებს საკონტაქტო ნომრებს, სადაც შესაძლებელია იმის გარკვევა, დატყვევებულია თუ არა ესა თუ ის ჯარისკაცი. სამინისტრო რუსი ჯარისკაცის დედებს უკრაინაში მოხვედრის გზაზეც აწვდის ინფორმაციას.
"ჩვენ, უკრაინელი ხალხი, განსხვავებით პუტინის ფაშისტებისა, არ ვეომებით დედებს და მათ დატყვევებულ შვილებს“,- აცხადებენ სამინისტროში.