პარლამენტის წინ, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი აქცია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გაიხსნა.
ადგილზე მოქალაქეებს ომში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ნივთი მიაქვთ. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკოლოზ გაბელია აცხადებს, მოსახლეობას მიაქვს ტანსაცმელი, მედიკამენტები, არამალფუჭებადი საკვები და ა.შ.
უკრაინაში აღნიშნულ ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით გაგზავნიან. ამისთვის, საჭიროა, ნივთების რაოდენობამ 40 ტონა შეადგინოს. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მოქალაქეების აქტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნიშნულს ნივთები ამ საღამოსვე მიაღწევს.