რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის დროს მიყენებული მსხვერპლის პირველი მონაცემები გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ 500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამავე მონაცემების თანახმად უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 1600-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტომ უკრაინის განცხადებას 5 840 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცრუ ინფორმაცია უწოდა.