ავტორი:

"ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცებას - სამყარო ჩვენთანაა, გამარჯვება ჩვენი იქნება" - ზელენსკი

"ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცებას - სამყარო ჩვენთანაა, გამარჯვება ჩვენი იქნება" - ზელენსკი

მე ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა, ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე - სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ,,ტვიტერის" გვერდზე წერს, რითიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, კენჭისყრის ეს შედეგები აჩვენებს, რომ ,,შეიქმნა გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია"

"მე ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა, ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ თითოეულის და ყველა სახელმწიფოს, ვინც ამას მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. გაეროში, აგრესორისთვის კენჭისყრის დამანგრეველი შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. მას მხარი დაუჭირა 141 ქვეყანამ, წინააღმდეგ მისცა ხმა ხუთმა ქვეყანამ, 35-მა თავი შეიკავა.