ავტორი:

"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო

"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო

რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსული არმიის დასახმარებლად, ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში გაგზავნა. საჯაროდ გამოსვლისას კი საზოგადოების ყურადღება კადიროვის სტილმა, განსაკუთრებით კი მისმა ფეხსაცმელმა მიიპყრო.

ჩეჩნების ლიდერს Prada-ს ე.წ. მონოლით კოლექციიდან ეცვა ჩექმა, რომელიც როგორც GQ წერს, 1580 დოლარი ღირს. Prada-ს ფეხსაცმელებში გამოწყობილი კადიროვის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

"ეშმაკი ნამდვილად ატარებს პრადას", - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს და ადამიანები მას რამზან კადიროვის სტილის შეფასებისას ამბობენ.

"რა საინტერესოა, ის ომში აგზავნის მებრძოლებს, ყველაზე დიდ დამნაშავეს, პუტინს მხარდაჭერას უცხადებს და ამის გაკეთების დროს "პრადას" ფეხსაცმელები აცვია", - წერენ სოციალურ ქსელში.

ფეხაცმელი, რომელიც კადიროვს ეცვა, Vogue-ის რედაქტორებისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი იყო 2019 წელს და მას მოდის სფეროში ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა გამოცემამ მაშინ სტატიაც მიუძღვნა.

ბელა ჰადიდი ანალოგიური ფეხსაცმლით

სელენა გომესი მსგავსი სტილის ფეხსაცმლით

კადიროვის ოჯახისთვის უცხო არ არის მოდის სფერო. მისი ქალიშვილი აიშატი დიზაინერია და არაერთი ჩვენება გაუმართავს სხვადასხვა ქალაქში, მთ შორის, პარიზში. კადიროვი აქამდეც გამოირჩეოდა ძვირფასი სამოსის, ასევე ძვირფასი ნივთების სიყვარულით, განსაკუთრებით ცნობილია კადიროვის ძვირფასი საათების კოლექცია.