ავტორი:

"საუბარი 90 წუთს გაგრძელდა... პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება" - რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი?

"საუბარი 90 წუთს გაგრძელდა... პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება" - რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

პუტინის განცხადებით, კიევის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მოსკოვის მოთხოვნათა სიის გაფართოებას.

ამასთან, როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განმარტა, ორი ქვეყნის პირველი პირის საუბარი ძირითადად უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. მისი თქმით, საფრანგეთმა დააფიქსირა მისი პოზიცია ვითარების დეესკალაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.