ავტორი:

Wolt უკრაინელი ხალხის გვერდით! - 1,500,000 ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის

Wolt უკრაინელი ხალხის გვერდით! - 1,500,000 ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის

Wolt შეშფოთებულია რუსეთის მთავრობის ქმედებებით უკრაინაში, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენი, როგორც კომპანიის ფასეულობებს. ჩვენი ფიქრები არის ყველასთან, ვისაც ეს ომი შეეხო.

მაგრამ უკრაინელი ხალხისთვის, ამ მძიმე მომენტში, ფიქრი და ლოცვა საკმარისი არ არის. საჭიროა მოქმედება იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს კონფლიქტი ყველაზე მწვავედ შეეხო.

Wolt ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის 1,000,000 ევროს და 500,000 ევრომდე კომპანიის თანამშრომელთა შემოწირულობას გაიღებს. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს პლატფორმასა და წვდომას იმისათვის, რომ შევაგროვოთ შემოწირულობა სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და Unicef.

ჩვენს მიერ სასწრაფო წესით განხორციელებული აქტივობებია:

1. 1,000,000 ევროს შემოწირულობა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.

2. 500,000 ევროს შემოწირულობა ვოლტის თანამშრომლებისგან.

3. Wolt-ის აპლიკაციის საშუალებით ჩვენ ვაგროვებთ შემოწირულობას, რომელიც პირდაპირ ერიცხება საქართველოს წითელ ჯვარს.

4. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ არ ვაწარმოოთ ბიზნესი სანქცირებულ მხარეებთან. მაგალითად, ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს თანამშრომლობას ყველა რესტორანთან ან მაღაზიასთან, რომელსაც აკონტროლებს ან აფინანსებს რუსეთის მთავრობა ან სახელმწიფო.

5. ჩვენ ვეხმარებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს უკრაინაში და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის საცხოვრებლის უზრუნველყოფით, მიგრაციის და სხვა სახის მხარდაჭერით.

ჩვენ ყურადღებით ვადევნეთ თვალს მოვლენების განვითარებას და უფრო მეტ დახმარებას ვგეგმავთ.

Wolt-ს ბევრი უკრაინელი და რუსი თანამშრომელი, მომხმარებელი და პარტნიორი ჰყავს - დღეს ეს ადამიანები თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაებნენ ომში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვაიგივებთ რუსეთის მთავრობას და მის ქმედებებს რუს ხალხთან და მათ შეხედულებებთან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ დადგნენ მშვიდობის, თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის მხარეს.

R