ავტორი:

"რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დანაღმვა დაიწყეს" - უკრაინული მედია

"რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დანაღმვა დაიწყეს" - უკრაინული მედია

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დანაღმვა დაიწყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, გენადი ლაგუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაიწყეს ხერსონის დანაღმვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაამონტაჟეს ნაღმები ქალაქის ცენტრში - სავაჭრო ცენტრ Скифия-ს შენობასთან. კიდევ სად ტოვებენ ასეთ "საჩუქრებს" უცნობია", - წერს გენადი ლაგუტა.

ლაგუტამ ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მაღალი ბალახია.