ავტორი:

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.

მცირე ვიდეოზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ უკრაინის დელეგაცია შედის საკონფერენციო დარბაზში, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსეთის დელეგაციის წევრები. ვიდრე მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ეს მოლაპარაკებათა მეორე რაუნდია.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს: დაიწყო მოლაპარაკება რუსეთის წარმომადგენლებთან.

დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ზავი, ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იმ ქალაქებიდან სოფლებიდან, რომლებიც მუდმივად იბომბება.