ავტორი:

ზელენსკი პუტინს მიმართავს - "დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - არ ვიკბინები, რისი გეშინია?"

ზელენსკი პუტინს მიმართავს - "დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - არ ვიკბინები, რისი გეშინია?"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია და რუსეთის პრეზიდენტს დიალოგისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ არ ვესხმით რუსეთს და არც ვგეგმავთ მასზე თავდასხმას, რა გინდათ ჩვენგან, დატოვეთ ჩვენი მიწა.

თუ არ გინდათ დატოვება, დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან, არ ვიკბინები, რისი გეშინია?“, - განაცხადა ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.