ავტორი:

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ" - უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ" - უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. პერსონალი აგრძელებს მუშაობას ელექტროსადგურებზე, რაც უზრუნველყოფს ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას. რადიაციული ფონი ნორმაშია,“- აცხადებენ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაში.

მათივე ინფორმაციით, იმ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა. ტერიტორიაზე შესვლა და ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დღეს დილით შეძლეს.