ავტორი:

რუსეთის სამხედრო ძალებმა ჟიტომირზე მორიგი იერიში მიიტანეს - სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბომბი 25-ე სკოლას მოხვდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ჟიტომირზე მორიგი იერიში მიიტანეს - სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბომბი 25-ე სკოლას მოხვდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ჟიტომირზე მორიგი იერიში მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბომბი 25-ე სკოლას მოხვდა. როგორც ქალაქის მერი სერგეი სუხამლინი აცხადებს, სკოლა ფაქტობრივად განადგურებულია, ადგილზე კი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

"დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. სკოლის თითქმის ნახევარი განადგურებულია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია,“- განაცხადა ქალაქის მერმა.