ავტორი:

"ბევრი უპატრონო ბავშვი დარჩა უკრაინაში... ოჯახში გადავწყვიტეთ, 2 ჩვილს ვიშვილებთ, რომლებსაც გავზრდით საქართველოს და უკრაინის სიყვარულით" - ფრიდონ ინჯია

"ბევრი უპატრონო ბავშვი დარჩა უკრაინაში... ოჯახში გადავწყვიტეთ, 2 ჩვილს ვიშვილებთ, რომლებსაც გავზრდით საქართველოს და უკრაინის სიყვარულით" - ფრიდონ ინჯია

"მართლაც, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. ბევრი დარჩა უპატრონო ჩვილი. ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, 2 ჩვილს ავიყვანთ, რომელსაც გავზრდით საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით" - ამ ინიციატივის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, ბიუროს სხდომაზე გაჟღერებული ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი.

„მართლაც, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. თქვენ ახლა უყურებთ ტელევიზიას, იქ ისეა დანგრეული და ისეთ მდგომარეობაშია ხალხი, გული მოგიკვდებათ და ერთ-ერთი რა წინადადებაც მაქვს, გაიჟღერა, რომ ბევრი უპატრონო ჩვილი დარჩა. მე მაგალითად, როგორც ერთი ფიზიკური პირი მზად ვარ, ორი ჩვილი შვილად ავიყვანო და თუ იქნება ასეთი სურვილი პარლამენტის წევრებიდან, იმ ხალხისგან, რომელიც წარმატებულია და შეუძლია ეს, გავაკეთოთ, ეს იქნება მართლაც დიდი საქმე. ხარკოვში, სადღაც 67 არის ასეთი ჩვილი და ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, 2 ჩვილს ავიყვანთ შვილად, რომელსაც გავზრდით სიყვარულით - საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით. გავაკეთოთ ასეთი საქმე. ეს იქნება ნამდვილი და არა, როგორმე დავუპირისპიროთ ხელისუფლება ერთმანეთს და დავცხოთ. დავამთავროთ ეს! ზოგიერთის გამოსვლები აქ საერთოდ არ უნდა იყოს, ის ხალხი და ის პარტია, რომელმაც დაანგრია და დღემდე მიიყვანა საქართველო“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.