ავტორი:

როდის გაიმართება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი?

როდის გაიმართება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი?

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი 5 ან 6 მარტს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მღება.

"იმისთვის, რომ არ კლავდნენ ჩვენ ხალხს, მზად ვართ გავემგზავროთ ნებისმიერ დროს და გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, "რუსებს ესმით, რომ ასე ადვილად, როგორც მათ სურდათ, არ გამოვა“.

"ასევე, რეპუტაციულად არც ერთი ქვეყანა, ბელარუსიც კი, არ იქნება მათ მხარეს“, - აღნიშნა მან.