ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა - "თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა..."

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა  -  "თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა..."

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმა უკრაინულ ენაზე მიმართა. მას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები - "დიდება უკრაინას".

მას ასევე უსმენდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მან მადლობა გაუდახადა ხალხს და ბრძანა, რომ სურდა თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაეთმო დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღავრეების და დაზვერვის თანამშრომლების ხსოვნის პატივისცემისთვის. მეორე წუთი კი მშვიდობიანი მოქალაქეების და ბავშვების ხსოვნასთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებისთვის...

"არ მინდა, რომ იყოთ ჩუმად, მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და დაუჭიროთ უკრაინას მხარე, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა... თქვენ ყველანი დღეს უკრაინა და უკრაინელები ხართ!"

"მესამე წუთი კი მინდა გამოვიყენო და მოგმართოთ თქვენ - ევროპელ ხალხებს. ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს თავისუფლება, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის მებრძოლებზე, ეს არის სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, ეს ბოროტებაზე გამარჯვებაა... თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მთელი ევროპა გაიმარჯვებს",- თქვა ზელენსკიმ.

მოქალაქეებს ასევე მიმართეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ. აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ზელენსკის შემდეგ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.