ავტორი:

"კრემლს უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის მოფიქრებული სახელის შეცვლა მოუწევს... მობილიზაციის წინაპირობები არსებობს" - რა სცენარს განიხილავენ პოლიტოლოგები?

"კრემლს უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის მოფიქრებული სახელის შეცვლა მოუწევს... მობილიზაციის წინაპირობები არსებობს" - რა სცენარს განიხილავენ პოლიტოლოგები?

პუტინის უახლოესი გარემოცვა ამბობს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში საყოველთაო-სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება არ სჭირდება. თუმცა უკვე ვრცელდება მოსაზრება, რომ პუტინის დასახული მიზნის მისაღწევად დამატებითი ძალების საჭიროებისთვის, წვევამდელები გაიწვიონ.

სტრატეგიული კვლევის ცენტრის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი იური ცარიკი მიიჩნევს, კრემლს უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის მოფიქრებული სახელის, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის", შეცვლა დასჭირდება.

"უკრაინაში მიმდინარე პროცესები მიანიშნებს, რომ კრემლს უახლოეს დღეებში, კონკრეტულად, 4 მარტის შემდეგ, "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" "სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის" დარქმევა მოუწევს... თუმცა, ეს ომი ისედაც ამ შინაარსის მატარებელია... მობილიზაციის წინაპირობები უკვე არსებობს - რუსეთმა საგანგებო სამხედრო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.

აშკარაა, რომ უკრაინაში ბლიც-კრიგის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, უკრაინის ხელისუფლების დემონტაჟისთვის ნებისმიერი ლოგიკური და არალოგიკური ფასი გადაიხადოს" - წერს პოლიტოლოგი gazetaby.com-თან საუბარში.

მისივე თქმით, პროცესების ამგვარი სცენარით განვითარება, მიმართულია სამშვიდობო მოსახლეობის მყარი წინააღმდეგობის შესამცირებლად, მათი დემორალიზაციისთვის...

"გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სცენარი რუსეთის ხელმძღვანელობას, როგორც ამას ელოდებიან, უკრაინაში სწრაფ გამარჯვებას ვერ მოუტანს და რუსეთსა და ნატოს შორის, ასევე მის მოკავშირე ქვეყნებს შორის დაპირისპირებას გაამწვავებს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება. ისევე, როგორც გაიზრდება, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის არეალი. მოსკოვში ისედაც გარდაუვალ ფაქტად მიიჩნევენ ბელარუსის უფრო ფართო ჩარევას უკრაინის ომში" - ამბობს პოლიტოლოგი.

ბელარუსი პოლიტიკური მიმომხილველი არსენ სივიტსკი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავა, ეს იქნება, ფართომასშტაბიანი ომის გამოცხადება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა აღიარა დამარცხება.

"ეს მოვლენები რუსეთის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო ომი. ტყუილზე, აბსურდზე, დამანგრეველ შედეგზე ორიენტირებული ომი, პირწმინდად ანადგურებს რუსეთის რეპუტაციის ნარჩენებს საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიკურ სტაბილურობაზე... საყოველთაო მობილიზაციის გარეშეც, ეს არის სამარცხვინო ფაქტი.

უკრაინელი ბავშვები, რომელსაც რუსეთის არმიის ტყვიები ფეხდაფეხ მიჰყვება, მეტროში ჩარბოდნენ, რა მნიშველობა აქვს, რას დაარქმევ მას სამხედრო ოპერაციას თუ სრულმასშტაბიან ომს. ამას ყოველთვის გაგვიხსენებენ 22-ე საუკუნეში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის პოლიტიკა პრინციპულად შეიცვლება.

ვერ ვიაზრებ, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, რაც ამაზრზენი სიცრუეა. პოლიტიკოსები ყოველთვის ასე ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება საუკეთესო იყო, რაც ცხადია, ტყუილია, არჩევანი ყოველთვის არის. ეს ომი თავისთავად ყველა დროის ანტირუსული კამპანიაა და ახლა მის შეჩერებაზე მნიშვნელოვანი არაფერია" - წერს რუსი მიმომხილველი სერგეი უტკინი.

სამოქალაქო აქტივისტები წერენ, რომ პუტინის რეჟიმისგან საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია ბევრად რეალური ეჩვენებათ, ვიდრე ბირთვული ომის დაწყება.

"შესაძლოა, ამის შესახებ პირდაპირ არ განაცხადონ, მაგრამ საყოველთაო მობილიზაცია გარდაუვალია. ამის წინაპირობებია ანტიკრემლისტური მედიისა და სოციალური ქსელების დაბლოკვა. პუტინი, შოიგუ და ლავროვი ახლა უკვე თავიანთ გემოზე მოქმედებენ, კრიტიკოსები გააჩუმეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი მოკლეს, ბევრი ახლა ტოვებს ქვეყანას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩრდილოეთ კორეისკენ. იმედი, რომ რამე შეიცვლება და მალე, დრო ძალიან ცოტაა" - წერს ელენა შილოვსკაია.

მთავარი ფოტო: როიტერი