რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ზომით მეორე ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება, - ამის შესახებ გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალები აღნიშნული ელექტროსადგურიდან დაახლოებით 32 კილომეტრში არიან.
„ენერგოატომის“ ინფორმაციით, უკრაინის ზომით მეორე ატომური დაწესებულება ენერგიის გამომუშავების მიხედვით იუჟნოუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მიკოლაივის ოლქში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა ამ ომის დასრულებით და შეწყვიტოს ეს არაკეთილსინდისიერი თავდასხმა უკრაინელ ხალზე", - განაცხადა ელჩმა.
ტომას -გრინფილდის განცხადებით, გარდაუვალი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს მას შემდეგ, რაც მცირედით მოხდა კატასტროფის თავიდან აცილება ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის შედეგად.
„საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს თავის მოთხოვნაში რუსული ძალების მიმართ, რომ შეწყვიტონ სახიფათო თავდასხმა. აქამდეც ვთქვი, უკრაინელ ხალხს ჩვენი იმედი აქვს და მათ იმედი არ უნდა გავუცრუოთ,“- განაცხადა ელჩმა.