მე აღფრთოვანებული ვარ თითოეული უკრაინელით, რომელიც აპროტესტებს, რომელიც ხელში იღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ ისინი დამარცხდებიან, აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ, რომ შეუძლებელია მოუგო ადამიანებს, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი რუსულ სამხედრო ძალებს წინააღმდეგობას უწევს იქ, სადაც ოკუპანტებმა თავდაცვის გარღვევა და გასვლა შეძლეს.
"უკრაინელი ხალხი წინააღმეგობას უწევს იქაც, სადაც ოკუპანტებმა გასვლა შეძლეს, სამწუხაროდ, მაგრამ არა დიდი ხნით. მე აღფრთოვანებული ვარ თითოეული უკრაინელით, რომელიც აპროტესტებს, რომელიც ხელში იღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ ისინი დამარცხდებიან, აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ, რომ შეუძლებელია მოუგო ადამიანებს, რომლებიც იარაღის გარეშე აჩერებენ სამხედრო ტექნიკას, რომლებიც უარს ამბობენ ოკუპანტის ხელიდან რამის მიღებაზე, რომლებსაც უჭირთ, განიცდიან საფრთხეს, მაგრამ არ კარგავენ ღირსებას და არასდროს არ დაკარგავენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.