რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ ზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 ათას გარდაცვლილ რუს სამხედროს. 10 ათასს! ეს საშიშია! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იხოცებიან, 18 და 20 წლის ბიჭები არიან, რომლებსაც ისიც კი არ აუხსნეს, რისთვის იბრძვიან და რატომ არიან სხვის მიწაზე.
"ესენი არიან 18, 20 წლის ბიჭები - სულ მთლად ახალგაზრდები, თითქმის ბავშვები. მეომრები, რომლებსაც ვერ აუხსნეს, რისთვის იბრძვიან, რისთვის და რატომ არიან ისინი უცხო მიწაზე. 10 ათასი .. რუსეთს ნამდვილად შეეძლო თავისი ხალხისთვის რამე სხვა მიეცა, გარდა სიკვდილისა,“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იჩენენ სიმამაცეს უკრაინის თავდაცვის ყველა საკვანძო მიმართულებებზე მტრის შეკავებისას.
"უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მამაცურად უჭირავთ ქვეყნის თავდაცვის ყველა მიმართულება, კონტრშეტევას ახორციელებენ ოკუპანტებზე ხარკოვთან. ინარჩუნებენ ნიკოლაევს, კიევს, ჩერნიგოვის ოლქს, სუმს, დონბასს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.