ავტორი:

"ომის პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება გვიწევს" - მდინარაძე

"ომის პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება გვიწევს" - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის „გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება“ უწევთ. ამის შესახებ მდინარაძე „ფეისბუქში“ წერს და აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

"ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან...

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთო ეროვნული მიზანი აფერხებთ...

არა უშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!“ - წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.