ავტორი:

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არ აპირებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაბიჯი გადაიდგმება მხოლოდ „გარე აგრესიის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედების განსაზღვრულ სფეროებში“.

"ჩვენ ახლა ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და იმედი მაქვს, არც გვექნება“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც BBC წერს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ პუტინი გეგმავდა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.