ავტორი:

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამიას ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართება.

ამის შესახებ არახამია ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს.

"მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება" - წერს არახამია.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს შედგა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, "მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის”.