უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი, დენის კირეევი მათი თანამშრომელი იყო და სპეციალური მისიის შესრულებისას დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი თანამშრომელი: ალექსეი დოლია, ვალერი ჩიბინეევი და დენის კირეევი დაიღუპნენ. ისინი დაიღუპნენ უკრაინის დასაცავად",- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, გამოცემა "ობოზრევატელის“ ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჯგუფის წევრი უკრაინიდან, დენის კირეევი ღალატში ამხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, კირეევი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერაა ლიკვიდირებულია.