ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელის ინფორმაციით, უკრაინის მოწოდებას უცხოელებისთვის, ომში დასახმარებლად "საერთაშორისო ლეგიონს“ შეუერთდნენ, 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა,The Guardian-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3000 ამერიკელი მოხალისე ლეგიონში გაწევრიანებას "ამერიკის ხმის“ საინფორმაციო სამსახურთან მიცემულ ინტერვიუში დათანხმდა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბებს უცხოელ მოხალისეთა ოფიციალურ ლეგიონს და დასძინა, რომ გაწევრიანებას ხელი 16 000-მა მოხალისემ მოაწერა ძირითადად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო და ბელარუსი.