ავტორი:

"თვლით, რომ ეს ნორმალური პასუხია უკრაინისთვის? ძალიან გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა..." - დავით არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს

"თვლით, რომ ეს ნორმალური პასუხია უკრაინისთვის? ძალიან გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა..." - დავით არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს

წარმომავლობით ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი დავით არახამია, რომელიც უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარეა, ქართველებს მიმართავს.

"გამარჯობა, მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ.იმისთვის, რომ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ლოიალურობა მოიპოვოს.

მე თვითონ ქართველმა, მინდა ყველა ქართველს შევახსენო, რომ როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ მაშინვე, ეკონომიკური დანაკარგების გათვალისწინების გარეშე, დახმარება გაუწია საქართველოს, მისცა შეიარაღება იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ხალხისთვის.

თქვენ თვლით, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსი უკრაინისთვის? ძალიან გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა.... გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი იმიტომ, რომ ასეთი ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა არ გვინდა. მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ვარ აქ ხელისუფლებაში, დღეს კი ნამდვილად მრცხვენია", - ამბობს არახამია.