ავტორი:

"რუსეთის ჯარმა ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი დაბომბა, სადაც ბირთვული საექსპერიმენტო დანადგარია განთავსებული" - უსაფრთხოების სამსხური

"რუსეთის ჯარმა ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი დაბომბა, სადაც ბირთვული საექსპერიმენტო დანადგარია განთავსებული" - უსაფრთხოების სამსხური

რუსეთის არმიამ "გრადის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო დანადგარით ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც ექსპერიმენტული ბირთვული დანადგარია განთავსებული, მის დაზიანებას შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა.

ამის შესახებ ხარკოვის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

"რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ მიაყენეს წერტილოვანი დარტყმები უკრაინის ბირთვულ ობიექტებს. დღეს მათ ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ინსტიტუტში განთავსებულია საექსპერიმენტო ბირთვული დანადგარი "ნეიტრონების წყარო“, რომლის აქტიურ ზონაში 37 ბირთვული საწვავის ელემენტია ჩატვირთული.

"ბირთვული დანადგარისა და ბირთვული მასალების განადგურებას შესაძლოა, გამოეწვია მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა“ , - განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.