ავტორი:

მორიგი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა?

მორიგი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა?

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინა იყო პასუხისმგებელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განხორციელებულ პროვოკაციაზე. საუბრის სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, პუტინსა და მაკრონს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს, 3 მარტს შედგა, რის შემდეგაც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანი მთელი უკრაინის დაპყრობაა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა უკრაინაში მდებარე ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა -განახორციელა, რამაც ხანძრი გამოიწვია. მსოფლიო ლიდერებმა მყისიერად დაგმეს მომხდარი. მოგვიანებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რადიოაქტიური მასალა არ გავრცელებულა.