ავტორი:

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში 10 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - მთაში მოსალოდნელია თოვლი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.

“8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთაში თოვლი. მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსაველეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში დღევანდელთან შედარებით 1-2 გრადუსით მოიმატებს. ხვალ მოსალოდნელია +11; +13 გრადუსი, კახეთის რეგიონში 15 გრადუსამდე.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ხვალიდან უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. 10 მარტიდან მოსალოდნელია შედარებით ცივი ჰაერის მასების გავრცელება. ამიტომ ბარსა და დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს და დაახლოებით +7; +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

11-12 მარტს ტემპერატურა განსაკუთრებით იკლებს. ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი. 11-12 მარტს +4; + 6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით +1; +3 გრადუსი. 9 მარტის მეორე ნახევრიდან 12 მარტის ჩათვლით საქართველოში უმეტესად ნალექია მოსალოდნელი“, - აღნიშნავს დოდო გვაზავა.